ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტი

14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
1-2 წელი
15 მარტი - 14 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ადმინისტრაციის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

  • საოფისე და სასაწყობო ფართების ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, საჭირო ინვენტარით მომარაგება და მასთან დაკავშირებული სახარჯი მასალის კონტროლი, დროულად შეცვლა და შეკეთების ორგანიზება;
  • საოფისე ინვენტარის აღრიცხვა, კონტროლი, ინვენტარიზაცია;
  • ინფრასტრუქტურის ყოველდღიური კონტროლი, პრობლემის იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების კონტროლი, ასევე საყოფაცხოვრებო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვაზე მოთხოვნის რეესტრის წარმოება და მოთხოვნის დაზუსტების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში:
  • წვრილმანი შესყიდვების განხორციელება გამარტივებული შესყიდვის სახეობის გზით, ადგილობრივ ბაზარზე მოძიება, შეძენა და მოწოდება;
  • განხორციელებული შესყიდვების ან/და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის დაარქივება და ფაილინგი, მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის დედნის სახით (არსებობის შემთხვევაში) შენახვა დადგენილი წესით;
  • თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • განყოფილების უფროსის დამატებითი დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის სხვადასხვა სახის ანალიზის/რეპორტის მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, პრიორიტეტად ჩაითვლება ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
  • ადმინისტრაციაში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობებისათვის კარგ დონეზე ფლობა;
  • პერსონალური კომპიუტერის Windows საოპერაციო სისტემის, საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) ფლობა და ინტერნეტით სარგებლობა/სასურველი და საჭირო ინფორმაციის მოძიება;
პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
  • დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ რას გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე. 

ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტი, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14.04.2023.

შერჩევის ეტაპები:

  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან
  • შეხვედრა ამყვან მენეჯერთან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 
გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
კომუნიკაბელურობა, ორგანიზატორული უნარ ჩვევები
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება, ლოჯისტიკა
მისამართი
5 ქინძმარაულის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
15 მარტი - 14 აპრილი