HR Intern

14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
11:00 - 17:00
სტაჟირება
15 მარტი - 31 მარტი

ვაკანსიის აღწერა

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

HR გუნდში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სტაჟიორის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14; 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი11:00-დან 17:00-მდე (სამუშაო დრო შეთანხმებით),
სტაჟირება არის ანაზღაურებადი: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სივების გადამისამართება შესაბამის საქაღალდეებში,
  • დაბალი პოზიციების კანდიდატების დაბარება, გასაუბრებებზე,
  • ინტერვიუების ჩანიშვნა,
  • კანდიდატებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია სატელეფონო,მეილი, სმს-ით და ა.შ.
  • უარის წერილეის გაგზავნა
  • შემოსული სივების ბაზის წარმოება, ვაკანსიის განთავსებიდან, როგორც მეილით ისე ადგილზე და მათი დახარისხება/აღრიცხვა
  • სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმებულებთან კომუნიკაცია, მიღების საბუთების შევსება-ცნობების ჩაბარება,
  • ხელშეკრულებებზე ხელმოსაწერად  თანამშრომლების დაბარება,
  • ბენეფიტების გაცნობა.
  • საჭიროებისამებრ სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:

  • პუნქტუალური, შრომისმოყვარე ადამიანი
  • კომუნიკაბელური/პრეზენტაბელურად მოსაუბრე
  • ექსელის ნორმალურ დონეზე ცოდნა
  • სკანერის გამოყენების ცოდნა
  • სასურველია ოფისთან ახლოს მხცხოვრები
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ რას გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

 სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.03.2023.

შერჩევის ეტაპები:

  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შერჩევის სპეციალისტთან და ეიჩართან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 
გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დეტალები
ხელფასი
500 ₾
დასაქმების ტიპი
სტაჟირება
სამუშაო საათები
11:00 - 17:00
უნარები
პუნქტუალური, კომუნიკაბელური, პრეზენტაბელურად მოსაუბრე
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება, ლოჯისტიკა
მისამართი
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
15 მარტი - 31 მარტი