სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.
სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
დამსაქმებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”
პოზიციის დასახელება: ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება
ძირითადი მოვალეობები:
- ინტერნეტით და ქოლ ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.
- ონლაინ კონსულტაციის გაწევა;
- ტექნიკური მახასიათებლების მიწოდება;
- იქომერსის გვერდზე რეგისტრაციაში დახმარება;
- იქომერსით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
- მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება;
- სატელეფონო ზარის მეშვეობით საჭირო ნივთის შეძენაში მომხმარებლისათვის დახმარების გაწევა;
- მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება: მარაგის ხელმისაწვდომობა და მაღაზიების რეზერვების გადამოწმება;
- სატელეფონო ან ონლაინ ზარის დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, PowerPoint).
პიროვნული მახასიათებლები:
- კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!