მაღაზიის კონსულტანტი (თბილისი)

16 March - 28 March
Details
Address
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

Vacancy description

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი” 
პოზიციის დასახელება:  მაღაზიის კონსულტანტი
ადგილმდებარეობა:  თბილისი, საგარეჯო, ოზურგეთი
დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
  • ახალი მოდელების შესწავლა;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
Location
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
16 March - 28 March