Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი:
- სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
- ანაზღაურება: 900 ლარი დარიცხული (ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი)
განსახორციელებელი საქმიანობა:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
- კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
- პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
- მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური და აქტიური;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- კორპორატიულ დაზღვევას
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.