ცხელი სამზარეულოს მზარეული

თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი
ცვლები
22 მარტი - 21 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

m|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. 

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში: „ოტიუმი“ „მეტეხის ჩრდილში“ „პურის სახლი“ „მასპინძელო“ „მასპინძელო ექსპრესი“ „მასპინძელო ექსპრესი ბათუმი“ 

m|group-ის  წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთამენთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.mgroup.ge 

”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-m|group" მართვაში არსებული რესტორნებისთვის აცხადებს ცხელი სამზარეულოს მზარეულის ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი : თბილისი
სამუშაო გაკავეთი: მოხერხებული სამუშაო ცვლები, კვირაში 2 დღე დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების შეთანხმებული ტექნოლოგიის და სტანდარტის მიხედვით მომზადება 
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების  შესრულება
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა
  • დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა
ძირითადი  მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება კულინარიის სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება ცხელი კერძების მიმართულებით
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
საჭირო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სწრაფად რეაგირების უნარი
  • დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • სამუშაო საათებში სადილს კომპანიის ხარჯზე
  • კარიერულ ზრდას
  • მზარდ შრომით ანაზღაურებას
  • „ფიტპასი“-ს და დაზღვევის შეთავაზებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოაგზავნოთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577273028; 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. 

”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
დასაქმების ტიპი
ცვლები
უნარები
სწრაფად რეაგირების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა
მისამართი
თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 მარტი - 21 აპრილი