ბუღალტერ-ოპერატორი

22 მარტი - 21 აპრილი
დეტალები
მისამართი
თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებული, ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

ვაკანსიის აღწერა

შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

 

  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
  • სატვირთო ავტომანქანის საბურავები;
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

 

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში (ორხევი).

 

სამუშაო ფუნქციები:


  • კლიენტის განაცხადის მიხედვით პროდუქციის რეალიზაცია
  • პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა
  • კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:


  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით FINA-ში) ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება;
  • სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:


  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სწრაფად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • პრეზენტაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. 15 (ორხევი, „ისთ ფოინთთან“ ახლოს).

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით
CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.


„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

 გისურვებთ წარმატებებს! 

კატეგორია
ავტოინდუსტრია
სოციალური ქსელები
22 მარტი - 21 აპრილი