საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი თუ ზეპირი ურთიერთობა
• წლიური/ კვარტლური შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობებიდან გამომდინარე
• მომწოდებლების პორტალზე შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა
• კომპანიის და მომწოდებლების მიერ დასახული შესყიდვების გეგმის შესრულება და უზრუნველყოფა
• შესყიდვების რეპორტის წარმოება
• რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან და ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობებიდან გამომდინარე
• ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენის ცოდნა
• სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია( არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.
• Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
• სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება
სხვა უნარები:
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
• სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
• ანაზღაურება 1200 - 1800 ლარი გამოცდილების შესაბამისად.
• ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.