შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტში ინტერნეტ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
- კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
- ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
- პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
- პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა;
- შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის;
- განყოფილების ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და სიახლეების შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
- სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებული.
პირობები:
- გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
- ანაზღაურება: 2 000-2 500 + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით)
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- კვება;
- FitPass.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!