კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
საოფისე
1-2 წელი
23 მარტი - 22 აპრილი
ვაკანსიის აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
პოტენციური მომხმარებლების ბაზების ფორმირება, მათი მოზიდვის უზრუნველყოფა;
კლიენტების ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
კორპორატიული გაყიდვების მართვა და ხარისხის კონტროლი;
გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
ახალი ბაზრების ათვისება, ახალი პარტნიორების მოძიება;
პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
მომავალი გაყიდვების პროგნოზირება და ბიუჯეტირება;
გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
გაყიდვების ტენდენციების ანალიზი და შედეგების პროგნოზი;
გაყიდვების ყოველთვიური შედეგების ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება, უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა და შესრულების უზრუნველყოფა;
დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და განვითარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების კუთხით (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
რუსული და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
შედეგზე ორიენტირებულობა;
დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;