ლოგისტიკის სპეციალისტი

167 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
09:30 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
1-2 წელი
24 მარტი - 23 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

ლოგისტიკის სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

  • კომპანიის ლოგისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
  • ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
  • შესყიდული საქონლის საბაჟო პროცედურების გატარება, დეკლარირება, განბაჟება და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (იმპორტი და ექსპორტი);
  • კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა შესყიდვებისა და ტრანსპორტირების კუთხით;
  • მარაგების ინვენტარიზაცია;
  • გაყიდვების კონტროლი პროგრამულად;
  • საწყობში არსებული ნაშთის კონტროლი;
  • პროდუქციის დათქმულ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია 1C პროგრამის ცოდნა;
  • აუცილებელია Excel_ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
1600 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
English, ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
არასრული საშუალო განათლება
სამუშაო საათები
09:30 - 18:00
უნარები
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
დამსაქმებლის შესახებ
24 მარტი - 23 აპრილი