სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი „ბობერი“ ფუნქციონირებს 2014 წლიდან და დღესდღეობით ფლობს 5 სავაჭრო ობიექტს თბილისის მასშტაბით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
- მაღაზიის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- გუნდის მართვა და დავალებების განაწილება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- ფიზიკურ და იურიდიულ პირების (მომხმარებელების) მომსახურება;
- პროდუქციის შეკვეთების გაკეთება;
- პროდუქციის შესყიდვა;
- პროგრამული(FMG) ოპერაციების შესრულება;
პირობები:
- სამუშაო საათები - 09:00-18:00
- სამუშაო დღეები - ორშ.-პარ.
- ანაზღაურება - 1300-1700 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია, სამშენებლო და სარემონტო მასალების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- სწრაფი აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ინიციატივიანობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდის მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.