ბუღალტერი

კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
09:30 - 18:30
სრული განაკვეთი
1-2 წელი
24 მარტი - 23 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც  აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო , ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

ადგილმდებარეობა: დიღომი,  ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 დან – 18:30 მდე
ანაზღაურება - 1000-1200 (Net) ლარი 

ძირითადი ფუნქციები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
  • წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამაში/ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური - B1 დონე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

დეტალები
ხელფასი
1000-1200 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:30 - 18:30
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სამედიცინო, ჯანდაცვა, ადმინისტრაცია, ფინანსები, ბუღალტერია, მენეჯმენტი, მომხმარებელთან ურთიერთობები
სლოგანი
ჩვენ ვზრუნავთ
მისამართი
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 მარტი - 23 აპრილი