მარაგების მართვის სპეციალისტი

კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
09:00 - 17:00
24 მარტი - 23 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

„თბილისის ცენტრალური ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-დან - 17:00 მდე.
ანაზღაურება - 800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლაბორატორიის რეაქტივებისა და სახარჯი მასალების ხარჯების და ნაშთების კონტროლი ყოველდღიურად;
  • ლაბორატორიის რეაქტივებისა და სახარჯი მასალების აღწერა პროგრამულ ნაშთთან მიმართებაში - დასახელების,  რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
  • ლაბორატორიაში არსებული რეაქტივებისა და სახარჯი მასალების ვარგისიანობის დადგენა და ვადების კონტროლი;
  • გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - აუცილებელი;
  • ფარმაციაში და/ან მარაგების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (სასურველი);
  • MS Excel, Outlook - საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

დეტალები
ხელფასი
800 ₾
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 17:00
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სამედიცინო, ჯანდაცვა, ადმინისტრაცია, ფინანსები, ბუღალტერია, მენეჯმენტი, მომხმარებელთან ურთიერთობები
სლოგანი
ჩვენ ვზრუნავთ
მისამართი
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 მარტი - 23 აპრილი