კომპანია “მექან” დაარსდა 2013 წელს. ორაგანიზაცია საქმიანობს
სამშენებლო სექტორში და აშენებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური
დანიშნულების ობიექტებს.კომპანიას ესაჭიროება ახალი თანამშრომელი შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,რუსთაველის გამზირი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00
ანაზღაურება- 1200-1500 (გამოცდილებიდან
გამომდინარე)
შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი
ფუნქცია და მოვალეობები:
- კომპანიის
ობიექტებზე, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება/მართვაში მონაწილეობის მიღება შრომის უსაფრთხოების
მენეჯერთან ერთად
- კომპანიაში
საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება (ამასთან საგანგებო სიტუაციების მართვა)
და აღნიშნული სისტემის კონტროლი
- შესავალი
ინსტრუქტაჟის დროული ჩატარება, ასევე სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების და სწავლების ჩატარება,შრომის უსაფრთხოების
მენეჯერთან ერთად
- შრომის
უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტების აღრიცხვა;ინციდენტების გამოძიების პროცესში ხელშეწყობა
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:
- აკრედიტებული
ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების
სერტიფიკატი/დიპლომი; სახელმწიფოს
მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი
სერტიფიკატი;
- აუცილებელია
ინგლისური ენის ცოდნა
- მსგავს
პოზიციაზე მუშაობის მინიმუ 1
წლიანი გამოცდილება
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ
თქვენი CV.
დავუკავშირდებით
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
შპს ,,მექან’’მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.