გაყიდვების კონსულტანტი, დამხმარე, საქონელმცოდნე

10 Spiridon Kedia St, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
27 მარტი - 26 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

სახურავები.გე (SAXURAVEBI.GE) ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სახურავები.გე არის სამშენებლო მასალების(თუნუქის სახურავების) მწარმოებელი კომპანია. ასევე ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. კომპანიის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე შექმნას და მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია კონკურენტული ფასებითა და სხვა საგარანტიო მომსახურებებით.

სამუშაო ადგილი: კომპანიის  ოფისი, ქ.თბილისი სპ.კედიას ქ.10

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მყიდველებისათვის კომპანიის მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება(ამისათვის საჭირო იქნება მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარებას,რომელიც ასევე ანაზღაურებადი იქნება კომპანიის მხრიდან), როგორც ტელეფონით, ასევე, უშუალოდ ოფისში;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება; ,დამზადების  კოორდინაცია; თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • მათემატიკური უნარ – ჩვევები
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები
  • უცხო ენის  ცოდნა (რუსული, ინგლისური)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი
  • ასაკი: 20-დან 45 წლამდე
  • აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე. 
  • უპირატესობა ენიჭებათ მამაკაცებს.
მნიშვნელოვანი მოთხოვნა: პიროვნება უნდა იყოს მონდომებული, ინტერესიანი საქმის მიმართ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (40საათიანი სამუსაო კვირა),9-დან 18-საათამდე.

ანაზღაურება 900 ლარიდან ,დაემატება ბონუსების სისტემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV ფოტო-სურათით.

ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ–გვერდს:

დეტალები
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
ახლის სწრაფად ათვისების უნარი, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
27 მარტი - 26 აპრილი