მერჩენდაიზინგის მენეჯერი

წერეთლის გამზირი, თბილისი
სრული განაკვეთი
1-2 წელი
28 მარტი - 27 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  •  თბილისის უბნების კარგად ცოდნა.
პირობები:

  • ფიქსირებული შემოსავალი 1000 ლარი.
  • ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული.
პიროვნული თვისებები:

  •  გუნდურობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  პუნქტუალურობა;
  •  შრომისმოყვარეობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).
მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა/კონტროლი;
  • მერჩენდაიზერებისთვის უბნების და ობიექტების განაწილება;
  • გააკონტროლოს მერჩენდაიზერების შესრულებული სამუშაო;
  • მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების, თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
  • გააკონტროლოს  სავაჭრო ობიექტების თაროზე პროდუქციის განთავსება, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
  • შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას;
  • გააკონტროლოს  სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლები.
  • გააკონტროლოს და უზრუნველყოს  სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით;
  • ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;
  • გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
დეტალები
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
28 მარტი - 27 აპრილი