შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ადმინისტრაციის დეპარტამენტში, ფინანსების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი; ილია ბაბუციძის ქ. #14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება);
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი, წლიური ბონუსი, სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული ბენეფიტები;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
- კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
- დადგენილ ვადებში საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- თვის დახურვა შეთანხმებულ ვადებში;
- კომპანიაში გაფორმებული კონტრაქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
- სახელფასო გადარიცხვები , ხარჯის მონაცემების შედარება ეიჩარ სამსახურთან;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია დასრულებული უმაღლესი განათლება ფინანსური ან საბუღალტრო მიმართულებით;
- ჩაბარებული ქონდეს შემდეგი გამოცდები: ACCA სრული დონე სასურველია
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- IFRS სტანდარტების ცოდნა;
- Excel ის ცოდნა;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მსგავსი პროფილის კომპაინაში;
- ERP სისტემაში დანერგვის მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების და საბონუსე სისტემას;
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27.04.2023.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- შეხვედრა ეიჩართან და ამყვან მენეჯერთან
- შეხვედრა კომპანიის დირექტორთან
გისურვებთ წარმატებებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.