Full Stack დეველოპერი

29 მარტი - 15 აპრილი
დეტალები
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკურად აზროვნების უნარი

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: Full Stack დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;  
პარასკევი 10:00-17:00 სთ;  

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:  

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ფუნქცია-მოვალეობები: 

  • არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზის მიზეზების დიაგნოსტირება
  • არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა
  • ახალ დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზის მიზეზების დიაგნოსტირება
  • ახალ დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა
  • მონაწილეობის მიღება პროგრამის ტექნიკური დიზაინის შექმნასა და ფუნქციურ და ტექნიკურ ანალიზში
  • Web API, MVC აპლიკაციების მხარდაჭერა, ახალი ფუნქციონალის დამატება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • .NET პალფორმასთან მუშაობის გამოცდილება (C#, ASP.NET MVC, ASP.NET WebApi, Entity Framework, Swagger, Automapper, FluentValidato)
  • MS SQL ან/და Oracle ან/და PostgreSQL SQL-თან მუშაობის გამოცდილება
  • გამოცდილება WEB დეველოპმენტში (ASP.NET MVC, JavaScript, Angular, HTML, AJAX, CSS).
  • ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 

ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. 
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 მარტი - 15 აპრილი