ავტო ზარალების რეგულირების ოფიცერი

29 მარტი - 28 აპრილი
დეტალები
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
განათლება
ბაკალავრი
უნარები
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: ავტო ზარალების რეგულირების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:  

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ  განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე გასვლა და გარემოებების შესწავლა;
  • სადაზღვევო შემთხვევაში მონაწილე პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
  • კომუნიკაცია სერვის ცენტრებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • მანქანის მართვის მოწმობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 მარტი - 28 აპრილი