Gamarjoba Georgia Tours აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გიდის პოზიციაზე.
Gamarjoba Georgia Tours - არის ლიდერი ტურ ოპერატორი საქართველოში, ისეთ საერთაშორისო ტურისტულ პლათფორმებზე როგორებიცაა "TripAdvisor" "Viator" "GetYourGuide" და სხვ. ყოველწლიურად ვმასპინძლობთ 20 ათასზე მეტ ტურისტს საქართველოსა და სომხეთში, ხოლო ჩვენი ტურისტების 97% დადებითად აფასებს ჩვენს ტურებსა და სერვისებს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ რიგ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც. ამასთან, 2020 - 2022 წლებში, მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები: "Certificate of Excellent" და "Traveler's Choice".
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე, შრომასა და შედეგზე ორიენტირებული გარემო, სადაც თითოეული გუნდის წევრი მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე. გამოცდილება არ არის აუცილებელი მოთხოვნა, რადგან ჩვენ შეგვიძლია სრულიად ნულიდან შეგასწავლოთ ეს პროფესია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგებით, რაც საშუალებას მოგცემთ აქციოთ თქვენი შემოსავლის ძირითად წყაროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გექნებათ ამისათვის საკმარისი მზაობა! გაითვალისწინეთ, ტრენინგების ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 2 თვე,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- კარგი გადმოცემის უნარი
- კარგი იუმორის გრძნობა
- თავისუფალი აზროვნება.
ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ტურების რაოდენობის მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინგლისურენოვანი ტურლიდერი / გიდი"