დამხმარე ბუღალტერი

ლილოს შესახვევი, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
2-3 წელი
29 მარტი - 29 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

პოლიპროპილენის ტომრების მწარმოებელი კომპანია "რამ პოლიტეკქს"-ი არის ტომრების ყველაზე დიდი მწარმოებელი საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს და ახორციელებს საქმიანობას კიდევ 4 ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ჩეხეთსა და რუსეთში. ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას როგორც საქართველოს ბაზარზე ასევე გააქვს იმპორტზე ევროპის დიდ ქვეყნებში.
"რამ პოლიტეკქს"-ი წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, რომელშიც დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი და აგრძელებს ზრდას.
კომპანია ორიენტირებულია ბაზარზე სტაბილური განვითარებისთვის და გთავაზობთ ხანგრძლივ და სტაბილურ თანამშრომლობას.
   
თუ ხარ კვალიფიციური ბუღალტერი მოხარულები ვიქნებით მიგიღოთ ჩვენს გუნდში დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:


  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები,მიღება-ჩაბარების აქტები),წარმოება და დაარქივება.
  • ბუღალტრული ოპერააციების წარმოება,კონტროლი,მონიტორინგი და შეუსაბამებლობის შემთხვევაში პროცესების გასწორება.
  • რეალიზაციის, ხარჯების,სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
  • პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა,შემოწმება,მათი აარქივება კანონმდებობით და/ან კომპანიის დადგენილი ვადების და პროცედურების შესაბამისად.
  • საგადასახადო დეკლარირება.
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება,გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
  • სხვადასხვა ანგარიშგებების მმომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად.
  • ყოვეთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
  • მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების განხრით
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა + Oris-ის
  • რუსული ენის კარგად ცოდნა (სავალდებულოა)
  • საწარმოში არანაკლებ 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვული უნარ ჩვევები:


  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი.
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
  • სურპულოზური და დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო დრო: 9:00 დან 18:00 სთ. მდე.
  • ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული).
  • დასვენების დღე: კვირა.
  • ხანგრძლივი და სტაბილური შრომითი ურთიერთობა დაწინაურების პერსპექტივით.
  • სამუშაო ადგილი: მის: ლილოს დასახლება ,იუმაშევის ქ.#27 (სამგორის მეტორიდან  ხდება ტრანსპორტირება)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო სურათით 
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
1200 ₾
დეპარტამენტი
ფინანსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, Русский
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება
29 მარტი - 29 აპრილი