Standart

მზარეული

30 March - 29 April
Details
Address
პეკინის გამზირი, თბილისი
Salary
800 ₾
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: ვარკეთილი.

სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) 

სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი
უშუალო ხელმძღვანელი:  ჰოლ მენეჯერი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

თანამშრომელთათვის ყოველდღიური მენიუს შედგენა;
საჭირო პროდუქტების სიის შედგენა და მიმწოდებლისათვის გადაგზავნა;
პროდუქტის მომზადება არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
მენიუს შემადგენლობების, კალკულაციების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
betlive.club გთავაზობთ:

ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
Fitpass; 
სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
დრესკოდის უზრუნველყოფას;
კვებას;
პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

შერჩევის ეტაპები:

განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე 
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
Category
Gambling
Location
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
30 March - 29 April