კონტენტ კრეატორი

01 April - 20 April
Details
Address
ლუბლიანას ქუჩა, თბილისი
Salary
500 ₾ + Bonus
Employment type
Internship
Working type
Hybrid
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
Not required
Education
Secondary education
Department
Marketing
Skills
Creativity

Vacancy description

ენების სკოლა Studio Lingo-ს გუნდში მოუთმენლად ველოდებით დამწყებ Content creator-ს სტაჟიორად.


ძირითადი მოვალეობები:

  • კონტენტ იდეების გენერირება, შექმნა და განთავსება სოციალურ პლატფორმებზე

  • ვიდეო ტრენდების მარტივი ანალიტიკა სკოლის დამფუძნებელთან ერთად

  • ფიზიკურად მონაწილეობის მიღება კონტენტის შექმნაში (ვიდეოების გადაღება) დამფუძნებელთან ერთად პერიოდულად.


თქვენგან ვითხოვთ, რომ:

  • იყოთ დაინტერესებული ციფრული მარკეტინგით

  • გაინტერესებდეთ პლატფორმები, როგორებიცაა Tiktok, Facebook reels, Instagram

  • გქონდეთ განვითარებისა და გამოცდილების მიღების ძლიერი სურვილი


არ ვითხოვთ თქვენგან გამოცდილებას და დიდ მიღწევებს ამ სფეროში, ჩვენთვის პროფესიული განვითარების სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია.


სტაჟირება არის არაანაზღაურებადი და გრძელდება 2 თვის განმავლობაში. ეს პერიოდი იქნება საცდელი და სასურველი შედეგის დადების შემთხვევაში ოფიციალურად ხდებით ჩვენი გუნდის წევრი.


რას მიიღებთ ჩვენგან?

  • ყოველთვიურ ხელფასს 500 ლარის ოდენობით (მხოლოდ წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში)

  • ამ სფეროში დიდ განვითარებას და უზარმაზარ გამოცდილებას

  • არაიერარქიულ და მეგობრულ გარემოს

  • მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს (გრაფიკს ათანხმებთ სკოლის დამფუძნებელთან, რომელთანაც გექნებათ ხშირი კომუნიკაცია)

  • საბონუსე სისტემას წარმატებული შედეგების შემთხვევაში 

  • პლატფორმა Canva-ს პრემიუმ პაკეტს (რომელიც კონტენტის შესაქმნელად დაგჭირდებათ)


შერჩევა არის ორეტაპიანი: 1- რეზიუმეების გადარჩევა; 2- გასაუბრება.


დაინტერესებულებმა შეავსეთ ჩვენი წერილობითი ფორმა, სადაც ატვირთავთ თქვენს რეზიუმეს მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/qTVPZUeTDtcwWjQj9 განაცხადები მიიღება 20 აპრილის ჩათვლით.


რომ უკეთ გაიგოთ, ვინ ვართ, ჩვენი ვებ გვერდი დაგეხმარებათ: https://studiolingo.ge/


გელოდებით და გისურვებთ წარმატებებს


Category
Education
Slogan
შეაბიჯე ახალ სამყაროში
Socials
01 April - 20 April