სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi აცხადებს ვაკანსიას რუმს სერვისის მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა.
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება.
- სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
- სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 აპრილამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.