შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ადმინისტრაციის დეპარტამენტში, იურიდიულ განყოფილებაში ვეძებთ იურისტ-სტაჟიორს.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი; ილია ბაბუციძის ქ. #14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-17:00 (1 სთ შესვენება);
სტაჟირების პერიოდი: 4 თვე (1 მაისიდან 1სექტემბრამდე);
ძირითადი მოვალეობები:
• ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება;
• მომზადებული დოკუმენტის ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება.
• კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან (მათ შორის სადაზღვევო კომპანიებთან) ურთიერთობაში;
• სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შემოწმება წინასწარ დადგენილი ფორმის მიხედვით;
საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარები:
• ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი (იურიდიული) განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
• ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
გამოცდილება:
• არ მოითხოვება
• MS office პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
• საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
• საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას;
როგორ დაგვიკავშირდეთ:
• დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე
• ტელეფონით: 599 48 92 23
• ან მობრძანდით მისამართზე: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
1. შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.