შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დისტანციური მართვის ოპერატორის (დისპეჩერის) პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი(09:00-დან 18:00-მდე);
ანაზღაურების ტიპი: ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი;
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- კომპანიის პარკინგზე შემოსული ტრაილერების აღრიცხვა;
- ტრაილერების რიგითობის განსაზღვრა,პროდუქციის დატვირთვის და გადმოტვირთვისთვის ბაქანზე დადგომის კოორდინირება;
- პარკინგზე ტრაილერების განლაგების კოორდინირება;
- ტრაილერის მძღოლისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა/გადამოწმება შეგროვება, საწყობის თანამშრომლებისთვის გადაცემა, დასრულებული დოკუმენტის ჩაბარება მძღოლისთვის;
- მძღოლებისთვის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების გაცნობა;
- მძღოლებთან და ასევე სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- აუცილებელია უმაღლესი ან პროფესიული კოლეჯის განათლება ტექნიკური ან მსგავსი მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია MS Office-ის პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური;
- ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:
- დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე
- ტელეფონით: 599 48 92 23
- ან მობრძანდით მისამართზე: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.