ლუდსახარში „არგო“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.
კოპმანია აცხადებას ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ლილო,ლოჭინის ხევი
სამუშაო გრაფიკი : 09:00-დან 17:00-მდე, შაბათი 09:00-14:00
ხელფასი : 900 ლარი ( ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ზუსტად/შეკვეთის შესაბამისად მიწოდება სარეალიზაციო ობიექტებისთვის;
- ქსელში გასვლამდე ოპერატორისგან შესაბამისი საბუთების აღება;
- ობიექტისთვის პროდუქციის შეთანხმებული და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად მიწოდება;
- პროდუქციის სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა ტრანსპორტირებისას;
- ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
- ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
- ანგარიშფაქტურების სწორად და დროულად წარმოება;
- სალარო აპარატის მუდმივად მუშა მდგომარეობაში ქონა;
- ნაშთის კონტროლი ბორტზე
- ობიექტებიდან თანხის/ვალის აღება და კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე ან/და სალაროში თანხის შეტანა იმავე დღის ბოლომდე, ხოლო სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სალაროში ზეტის ჩაბარება;
- ობიექტებიდან პროდუქციის დაბრუნების დროს შესაბამისი დოკუმენტაციის (ზედნადები) წარმოება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება : მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წელზე მეტი გამოცდილება
- აუცილებელია მართვის მოწმობა C კატეგორია
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ღია კომუნიკაცია
- დისციპლინირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- ტრანსპორტირება ავლაბრის მეტროდან
- კვება
- დაზღვევა
- მეგობრული გარემო
მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!