ლუდსახარში „არგო“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.
კოპმანია აცხადებას ვაკანსიას მხარშავ-ფერმენტატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ლილო,ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- ხარშვის და ფერმენტაციის პროცესის სრულყოფილად და გამართულად მუშაობის კონტროლი ;
- საფუარის მიღება-გამრავლება;
- საანალიზო ნიმუშის (საფუარის და ბადაგის ნიმუში)
- აღება და ლაბორატორიისთვის მიწოდება;
- ლაბორატორიის პასუხის მონაცემების ჩანიშვნა, დოზირების კონტროლი;
- სახარში მასალების და ნედლეულის საწყობიდან გამოტანა;
- ფერმენტაციის საკონტროლო დაფის შევსება, მონაცემების ჩაწერა;
- წყლის მეურნეობა-ავზებში შემოსული წყლის ფილტრაცია, დარბილება, დაქლორვა, დარეზერვება და რეზერვის დონის კონტროლი;
- რეცხვითი სამუშაოების ჩატარება. აპარატების და სამუშაო ტერიტორიის სისუფთავის დაცვა;
- სარეცხი საშუალებების საწყობიდან გამოტანა;
დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სახარში-საფილტაციო უბნის უფროსის და ტექნიკური ჯგუფის დროული ინფორმირება ;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება :
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 1-3 წელი
- სასურველია უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიების მიმართულებით
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას
- დაზღვევას
- კვებას
- ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან)
მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!