სტანდარტული

ფილტრაციის ოპერატორი

06 აპრილი - 06 მაისი
დეტალები
მისამართი
M2R4+4FC, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიის აღწერა

ლუდსახარში „არგო“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.

კოპმანია აცხადებას ვაკანსიას ფილტრაციის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ლილო,ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში 
ანაზღაურება:  გამოცდილებიდან გამომდინარე შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უშუალო ხელმძღვანელისგან სამუშაო გეგმის დროული მიღება და განხორციელება;
  • წინა ცვლაში განხორციელებული სამუშაოების გაცნობა და ცვლის გადმობარება;
  • შეამოწმოს სამუშაო ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და შეუსაბამობის შემთხვევაში გამოასწოროს; 
  • ცეკატეების და ფარფასების შემოწმება დადგენილი ნორმების/სტანდარტების მიხედვით;
  • ლიმონათის ხარშვის დროს გადაამოწმოს სასიროფე სისტემის სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა;
  • მოიმარაგოს საფილტრე მასალები და ნედლეული, წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად;
  • აკონტროლოს ფარფასებში არსებული მდგომარეობა (გარეცხილი/გაურეცხავი/ ლიმონათით და ლუდით სავსე ფარფასების მონიტორინგი და კონტროლი)
  • მოიყვანოს მუშა მდგომარეობაში ფილტრის დანადგარი და არსებული სტანდარტების დაცვით დაუკავშიროს შესაბამის ცეკატეებს;
  • კომპანიის მიერ შემუშავებულ აქტში ჩაწეროს მონაცემები ფილტრაციის ოპერაციის მსვლელობის შესახებ.
  • ცვლის დასრულებამდე, შეამოწმოს სამუშაო ტერირიტორია და საჭიროების შემთხვევაში მის ასისტენტს დაავალოს ტერიტორიის  ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების გამოსწორება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება :  

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1-3 წელი
  • სასურველია უმაღლესი  განათლება კვების ტექნოლოგიების მიმართულებით
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: 

  • მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას
  • დაზღვევას
  • კვებას
  • ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან)
მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
M2R4+4FC, კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 აპრილი - 06 მაისი