მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიცია

ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა, თბილისი
ჰიბრიდული
06 აპრილი - 06 მაისი

ვაკანსიის აღწერა

ცხადდება ვაკანსია მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე.  (ჰიბრიდული გრაფიკი)


ვაკანსიის აღწერა:


უძრავი ქონების სააგენტო ეძებს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს. ვმუშაობთ უძრავი ქონების ყიდვა-გაქირავებაზე თბილისის ცენტრალურ ლოკაციებზე. ჩვენი კლიენტები არიან უცხოელები. საჭირო არის მხოლოდ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, დროული პასუხის გაცემა შემოსულ მოთხოვნებზე.


მოთხოვნები კანდიდატისთვის:


  • კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (ექაუნთ მენეჯერი, ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება და ა.შ.)
  • ქართული, რუსული, ინგლისური ზეპირი და წერილობითი ენების კომპეტენტური ცოდნა. 

მოვალეობები:


  • კლიენტებთან კომუნიკაცია (შემომავალი მოთხოვნების დამუშავება) სოციალურ ქსელებში, მესენჯერებში, იშვიათად ტელეფონით
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება უძრავი ქონების ძიების გამარტივების მიზნით
  • კლიენტისთვის ვარიანტების გაგზავნა
  • უკუკავშირის დამყარება
  • ხელშეკრულების შევსება 

აუცილებელი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • გუნდთან მუშაობის უნარი

Სამუშაო პირობები:


  • განრიგი 5/2
  • დასვენება: შაბათი, კვირა
  • ოფისში გამოცხადების დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
  • სახლიდან სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი

ოფისი მდებარეობს ვაკეში


10.00-19.00


ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი + ბონუსი


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


რეზიუმეები განიხილება 7-10 დღის განმავლობაში.

დეტალები
ხელფასი
800 ₾ + ბონუსი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
06 აპრილი - 06 მაისი