ლუდსახარში „არგო“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.
კოპმანია აცხადებას ვაკანსიას ჩამოსხმელ საამქროში ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ლილო,ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო ცვლის ეფექტური მუშაობის ორგანიზება;
- ჩამოსასხმელ საამქროში ყველა საწარმოო პროცესის კონტროლი;
- ჩამოსხმული პროდუქციის კონტროლი;
- ცვლიანი სამუშაოსთვის მოკლევადიანი გეგმების შედგენა;
- ჩამომსხმელი საამქროსთვი საჭირო მასალების დროული მიწოდება;
- ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან და მექანიკოსების/ელექტრიკოსების გუნდისთვის;
- აქციზური მარკების გადაბარების, სწორად მოხმარებისა და ნაშთების კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
- შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა და კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში ჩამომსხმელი საამქროს ოპერატორის ჩანაცვლება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება : სასურველია მსგავს პოზიციაზე 1-3 წელი
- სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას
- დაზღვევას
- კვებას
- ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან)
მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!