პრისეილერი - გურია

23 დიმიტრი ერისთავის ქუჩა, ოზურგეთი
1-2 წელი
06 აპრილი - 06 მაისი

ვაკანსიის აღწერა

ლუდსახარში „არგო“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.

კოპმანია აცხადებას ვაკანსიას  პრისეილერი  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  გურია
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 17:00-მდე; შაბათი 09:00-14:00-მდე
ხელფასი :  ფიქსირებული + ბონუსი 
აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წინასწარ შედგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება; 
  • ახალი სარეალიზაციო ობიექტების/წერტილების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ობიექტების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი გრაფიკისა და წესების შესაბამისად;
  • ობიექტზე პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
  • ინვენტარის განთავსების ორგანიზება ქსელში, არსებულის მდგომარეობის კონტროლი და მათ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
  • შეკვეთების გაკეთება შესაბამისი ობიექტის მენეჯერთან შეთანხმებით;
  • დაგეგმილი გაყიდვების შესრულების კონტროლი და ანალიზი ყველა ეტაპზე;
  • დაგეგმილი აქციების შეთავაზება/გაცნობა მაღაზიებისთვის;
  • დებიტორების რაოდენობისა და თანხის ოდენობის კონტროლი;
  • ვალების ამოღება და თანხის შემოტანა კომპანიის ანგარიშზე ან/და სალაროში ყოველდღიურად; 
  • დისტრიბუტორთან კომუნიკაცია და ზედამხედველობა პროდუქციის მიწოდებასა და ობიექტიდან თანხის აღებასთან დაკავშირებით;
  • დოკუმენტბრუნვის წარმოება დადგენილი წესების მიხედვით; 
  • აღმოჩენილ ხარვეზზე/პრობლემაზე ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება:  უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული განათლება
  • გამოცდილება:  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • უცხო ენები :  სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო (A2) დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კოორდინირებული მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა
ჩვენ გთავაზობთ: 

  • მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას
  • დაზღვევას
მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა;
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
M2R4+4FC, კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 აპრილი - 06 მაისი