„დილაითი“ კონცეპტუალური ტიპის სანათების შოურუმია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია დიზაინერული, არქიტექტურული, ტექნიკური სანათები, ასევე ფურნიტურა (ჩამრთველები, როზეტები) და განათების აქსესუარები.
„დილაითი“-ს შოურუმში ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სრული დაცვა;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობის წესების ცოდნა;
- სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
- შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- მეილზე მოთხოვნების შემოწმება და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
- აღწერის ჩატარება თვეში ერთხელ;
- შოურუმში თაროებზე პროდუქციის შევსება;
- გაყიდული პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა ლოჯისტიკის სამსახურთან კოორდინირებით;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება სანათების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის #25
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 700 ლარი (3 თვე), შემდეგ 800ლ + ბონუსი.
„დილაითი“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!