მძღოლი-კურიერი

10 Spiridon Kedia St, თბილისი
1-2 წელი
11 აპრილი - 25 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

შპს „სამი ძმა“ 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა. 

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს : https://samidzma.ge .

ვაცხადებთ ვაკანსიას მძღოლი კურიერის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: კედიას ქ.N10
  • სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
  • ანაზღაურება : პირველი სამი თვე 900 ლარი (ფიქსირებული ხელზე ასაღები);
  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფილიალების პროდუქციით მომარაგება ცენტრალური საწყობიდან;
  • შეკვეთების მიტანა როგორც სავაჭრო ობიექტებზე, ისე ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება მინიმუმ 6 თვე ;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

  • რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 25 აპრილის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება ოფისში, ან ონლაინ - რომელიც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე.

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „მძღოლი კურიერი“.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
900 ₾
გამოცდილება
1-2 წელი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
13 იური გაგარინის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
11 აპრილი - 25 აპრილი