GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტების მოძიება
სატენდერო ფაილის მომზადება
მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით
ნიმუშების მიღება /დადასტურება
ხელშეკრულების/მიღება-ჩაბარების გაფორმება
შესასყიდი პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია
საგადასახადო დოკუმენტაციის გადამოწმება და გაგზავნა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის
მარაგების კონტროლი
შეკვეთების ფორმირება
მიღებული შეკვეთების რაოდენობის და ფასის კონტროლი
რეპორტინგი
ძირითადი მოთხოვნები/უნარები:
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სავალდებულოა გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
სასურველია თურქული ენის ცოდნა
უმაღლესი განათლება
საოფისე პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა ექსელის ცოდნა
ორგანიზებულობა
პუნქტუალურობა
დეტალებზე ორიენტირებულობა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი : სრული გრაფიკი
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.