GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა (კონსულტანტი, მოლარე, დასუფთავების თანამშრომელი,დაცვა)
- ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა
- მარაგების და ნაშთების კონტროლი
- პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია
- სალაროს კონტროლი
- ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვის კონტროლი (ვოლტი და ა.შ.)
- ახალი პროდუქციის მიღება და აღრიცხვა პროგრამაში
- გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა
- მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი
- მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია რუსულის ცოდნა
- სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- გადაწყვეტილების მიღების უნარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება : 1 თვე ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
სწავლება და განვითარება: კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სწავლასა და განვითარებაზე . შესაბამისად, მათ მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, როგორც მომსახურების და გაყიდვების მიმართულებით ასევე საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით.გამომდინარე აქედან, ვეძებთ სტაბილურ თანამშრომლებს მინიმუმ ერთ წლიანი შრომითი ურთიერთობისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!