GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ თანამშრომელს დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციების მიხედვით;
- წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
- ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
- ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
- ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
ანაზღაურება: 900 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!