GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
- ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება;
- გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
- დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
ანაზღაურება: 900 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორის რაიონი ( ნადარეიშვილის ქუჩა)
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!