გაყიდვების ექაუნთ მენეჯერი

6 ნოდარ ბოხუას ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
13 აპრილი - 13 მაისი

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსიის აღწერა:


IT კომპანია LAB Technologies, საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს და თავის მომხმარებლებს  IT გადაწყვეტილებებს (ინფრასტრუქტურული და ქსელური გადაწყვეტილება, პროგრამული უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები, PS მიმართულება) სთავაზობს.  

ჩვენი კომპანია  საქართველოში ისეთ  საერთაშორისო ბრენდენდებს წარმოადგენს როგორიცაა: 

CISCO, DELLEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, NAKIVO, Extreme Networks and etc.

 

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე და ვეძებთ ამბიციურ, მიზანდასახულ ტალანტს რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, . ბოხუას #6

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი+ ბონუსი

 

ფუნქცია-მოვალეობები:


  • გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • კომპიუტერული ტექნიკის B2გაყიდვის ზრდის ხელშეწყობა(მონიტორები,პრინტერები, ლეპტოპები და სხვა);
  • გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი კლიენტების და პროექტების მოძიება;
  • კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და გაცნობითი სახის პრეზენტაციის ჩატარება;
  • კლიენტებთან მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და კმაყოფილების ზრდაზე მუშაობა;
  • არსებული კლიენტების და პორტფელის მომსახურება და განვითარება;
  • მონაცემების პროგრამული ასახვა;
  • ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა პრეზენტაციების მომზადება და მხარდაჭერა;
  • გაყიდვების კვარტალური გეგმის შესრულება;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში, სემინარებში, ვებინარები, გასვლით ღონისძიებებში  და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია IT გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • აღნიშნული ტექნიკის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა 

პიროვნული მახასიათებლები:


  • გაყიდვების სრული ციკლის მართვის უნარი;
  • საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების კარგი უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ცვლილებებთან სწრაფად ადაპრაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული 

ჩვენ გთავაზობთ:


  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სწრაფად განვითარების საშუალებას 

ჩვენი ოფისი:

 

მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6

 

საიტი: www.lab.ge

 

სოც ქსელები: Facebook LinkedIn

 

ტელ: 032 229 06 09

 

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ დაქირავებულსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. IT კომპანია LAB  გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.

 

დეტალები
ხელფასი
1500-2000 ₾ + ბონუსი
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
გაყიდვების სრული ციკლის მართვის უნარი, დროის ეფექტურად მართვის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები, გაყიდვები
მისამართი
6 ნოდარ ბოხუას ქუჩა, თბილისი 0159, საქართველო
სოციალური ქსელები
13 აპრილი - 13 მაისი