რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსი (რუმს ბათუმი)

ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ბათუმი
13 აპრილი - 13 მაისი

ვაკანსიის აღწერა

აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას „რუმს ბათუმის“ რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმდინარე პროცესებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ფლობა:  ნომრების დაჯავშნა, სტუმრის განთავსება/გაცილება, ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
  • გამსვლელ სტუმართა სიის ანგარიშების წარმოება;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;
  • რეგისტრაციების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გუნდური აქტივობების დანერგვა;                                                  

 

 

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 მაისამდე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

 

დეტალები
ენები
ქართული, English
უნარები
კარგი კომუნიკაციის უნარი, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა, ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 აპრილი - 13 მაისი