ჯუნიორ სუ შეფი

PPVM+H3 თბილისი, თბილისი
2-3 წელი
13 აპრილი - 13 მაისი

ვაკანსიის აღწერა

GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

GASTRONOME GROUP-ის  გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს ჯუნიორ სუშეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
  • სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
  • სტანდარტებისა და ტექნოლოგიური  მიხედვით კერძების მომზადება;
  • კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
  • ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე საერთაშორისო ან პრემიუმ კლასის რესტორანში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება:  დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
ლოკაცია : თბილისი 

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
გამოცდილება
2-3 წელი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
PPVM+Q8 თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 აპრილი - 13 მაისი