Standart

რეგისტრატორი (რუმს ბათუმი)

13 April - 13 May
Details
Address
ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ბათუმი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Skills
კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა

Vacancy description

აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას „რუმს ბათუმის“ რეგისტრატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
  • ოთახების დასუფთავების დროების სიის წარმოება;
  • ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
  • გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

 

საჭირო უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 მაისამდე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
13 April - 13 May