მძღოლი

პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
09:30 - 18:00
1-2 წელი
13 აპრილი - 13 მაისი

ვაკანსიის აღწერა

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი  ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17 ა.

სამუშაო პირობები:

  • კვირაში 5 დღე -  09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
  • გადაადგილება მოხდება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ონლაინ შეკვეთილი პროდუქციის დროულად ტრანსპორტირება, კომპანიის კუთვნილი ავტომობილით
  • ონლაინ პროდუქციის მიწოდებისას მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია
  • თანამშრომელთა გადაადგილების უზრუნველყოფა დროულად და უსაფრთხოდ 
  • ნივთების ტრანსპროტირება დანიშნულების ადგილამდე
  • ავტომობილის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა. 
  • სტუმრების დახვედრა აეროპორტში და ვიზიტორების მომსახურება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
სამუშაო საათები
09:30 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
13 აპრილი - 13 მაისი