ადმინისტრატორი

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
13 აპრილი - 13 მაისი

ვაკანსიის აღწერა

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 950-1000 ლარი;
  • ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
  • დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
  • ფასების ცვლილების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტებთან განთავსება;
  • პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო დარბაზში;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი 😊

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
950-1000 ₾
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა, გაყიდვები
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 აპრილი - 13 მაისი