ფილიალის მენეჯერი

13 April - 13 May
Details
Address
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
Salary
1200-2000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი

Vacancy description

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 1200-2000 ლარი;
  • ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
  • პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა;
  • სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
  • სავაჭრო ობიექტზე  პროდუქციის  გეგმიური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.
გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი  

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

Category
Retail
Sales
Slogan
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
Location
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
13 April - 13 May