ცენტრალური საწყობის თანამშრომელი

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
13 აპრილი - 13 მაისი

ვაკანსიის აღწერა

სს ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

 

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.


სს
ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს  - 1250 - 1350 ლარი;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • ადგილმდებარეობა: . თბილისი, სამგორი.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
  • დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა;
  • პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილების მიღება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
1250-1350 ₾ + ბონუსი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა, გაყიდვები
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 აპრილი - 13 მაისი