Standart

უმცროსი სავაჭრო წარმომადგენელი

18 April - 18 May
Details
Address
14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
Salary
1380 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა

Vacancy description

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

 

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე .თბილისში.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი; 40 საათი კვირაში

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი-1380 ლარი

 

რისი გაკეთება მოგიწევთ:


  •        სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  •        სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
  •       სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
  •        სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  •        დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  •        ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
  •        გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა: 


  •         სავაჭრო წარმომადგენლად  მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •         უმაღლესი განათლება
  •         მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
  •         MS Windows"-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
  •         კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:


  •         საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  •         სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  •        კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  •        საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

 

შერჩევის ეტაპები:


  •      შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!


დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:

https://www.ids-borjomi.ge/

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Category
Warehouse and packaging
Logistics
Location
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
Socials
18 April - 18 May