საცალო გაყიდვების მენეჯერი

ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
18 აპრილი - 18 მაისი

ვაკანსიის აღწერა

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვის ვეძებთ ჩვენ:

  • ვისაც უყვარს და აინტერესებს გაყიდვები;
  • არის გაბედული, აქტიური, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი;
  • უყვარს სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავება;
  • აქვს მაღალი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • აქვს სურვილი იყოს გამოცდილი, პროფესიონალი და ძლიერი გუნდის ნაწილი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
  • გაყიდვის პროცესის ადმინისტრირება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი.
თუ მზად ხართ ახალი გამოწვევისათვის გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
დაზღვევა
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
18 აპრილი - 18 მაისი