წარმოების სპეციალისტი

დემეტრე თავდადებულის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
19 აპრილი - 19 მაისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია  „ეკო რესურს - ნატტექ“  საკვები საღებავების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც  2017 წელს შეიქმნა ამ სფეროში ლიდერი კომპანიის „ეკო რესურსისა“ და ქართული კომპანია „შვიდი მითის“ თანამშრომლობით.

„ეკო რესურს-ნატტექი“ თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი  საკვები საღებავების საწარმოა, რომელიც ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და ნატურალური სანელებლების წარმოებაზე.
საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი  ISO  22000-9001

შ.პ.ს. „ეკო რესურს-ნატტექ“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე -  წარმოების  სპეციალისტი  

მოთხოვნები:

  • მამაკაცი 20-დან 45 წლამდე;
  • ფიზიკურად შრომისუნარიანი;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დიდ დიღომში და მიმდებარე  ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ძირითადი მოვალეობები:

  • საღებავების შემრევი დანადგარზე მუშაობა,  ნედლეულის მიღება, პროდუქციის აწონვა, დაფასოება, ეტიკეტირება, დასაწყობება.
  • ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა დასჭირდეს ფიზიკური სამუშაოების შესრულება,, პროდუქციის აწონვის პროცესში;
  • კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება:

  • კვირაში ხუთი სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00-მდე; 
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა;
  • ანაზღაურება:  1400 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ან ინფორმაცია თქვენს შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა  2023 წლის 19 მაისი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).
„ეკო რესურს-ნატტექ“-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს:


გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
1400 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
დემეტრე თავდადებულის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 აპრილი - 19 მაისი